საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „აი ჯი რითეილის“ (ს/ნ 405895410) მიერ შპს „ზღაპრის“ (ს/6 205222953) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „ზღაპარი“ ოპერირებს FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე. შპს „აი ჯი რითეილის“ საბოლოო ბენეფიციარის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები კი წარმოდგენილნი არიან ქათმის ხორცის წარმოებისა და საცალო რეალიზაციის, ასევე FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე.

დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელფოსტაზე: info@gcca.gov.ge

ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

ცნობისთვის, შპს „აი ჯი რითეილის“ დირექტორია ნოდარ საბანაძე, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია IG International.