„ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტში, რომელსაც კომპანია „ორბი ჯგუფი“ „ბლოქ ჯგუფთან“ ერთად თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე აშენებს, 60%-მდე უკვე გაყიდულია.

როგორც ბლოქ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა კომერსანტთანაღნიშნა, ინვესტორების მხრიდან პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. 

ცენტრალ პარკ თაუერსი, 1500 ნომრიანი 25 ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, ამ ეტაპზე შეთანხმება გაფორმებულიარედისონ ბლუსთან“, რომელიც 150 ნომრიანი სასტუმროს ოპერირებას განახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენ ფართს, ეს საინვესტიციო პროდუქტია, რომლის მიმართაც ინვესტორების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია და ამ დროისთვის 60% უკვე გაყიდულია.

დაინტერესება არსებობს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ისე ევროპის, ამერიკისა და სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორებისგან. 

პროექტის განხორციელების იდეა იქიდან გაჩნდა, რომ ყველა ვხედავთ თბილისში სასტუმროს ბიზნესი საინტერესო და მომგებიანია, რადგან ტურიზმის მაჩვენებელი მზარდია. ჩვენ კი შევიმუშავეთ ახალი კონცეფცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს არც ჩვენს ქვეყანაში და არც მსოფლიოში. შევქმენით ისეთი პროექტი, სადაც ინვესტორს შეუძლია შეიძინოს 18-ნომრიანიდანდაწყებული 200-ნომრიანი სასტუმროთი დამთავრებული ნებისმიერი ფართი და გააკეთოს ეს ისე, რომ პირველადი კაპიტალური დანახარჯი 2.5-ჯერ ნაკლები ჰქონდეს, ვიდრე სტანდარტულად მას დაუჯდებოდა. გარდა ამისა ბევრად უფრო მომგებიანი პროდუქტი მიიღოს და ჰქონდეს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. მაგალითად ინვესტორი რომელიც $1,8 მლნ-ს ჩადებს, $400 000 მოგება ექნება“, - აღნიშნა თორნიკე ჯანაშვილმა. 

თორნიკე ჯანაშვილის თქმით, ერთ-ერთ თაუერსში საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ოთხი პენტჰაუზი მოეწყობა, სადაც მ²-ის ღირებულება $20 000 იქნება, შესაბამისად ერთი პენტჰაუზის ფასი 8 მლნ დოლარია. მისივე განმარტებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამურად 300 მლნ დოლარია, დასრულების თარიღი კი 2024 წლის ბოლო.

კომპლექსში ძვირად ღირებულ პენტჰაუზებთან ერთად, პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, პრემიუმ კლასის რესტორნები, ძვირად ღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი და სამორინე იქნება წარმოდგენილი. ინფრასტრუქტურის მართვაში კიმსოფლიოში წამყვანი კომპანიები ჩაერთვებიან.