ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილის ახალ ბიზნესპროექტს საუდის არაბეთის ინვესტორებთან ერთად დაწყებას გეგმავს და ნატახტარში წყლის წარმოებას აპირებს. როგორც ის რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, საუდის არაბეთის ახალი ქალაქი Neom-ი ქართული წყლით მომარაგდება.
როგორც ბიზნესმენი ამბობდა, საქართველოს ის პოტენციალი აქვს, რაც საუდის არაბეთს არ აქვს და ქვეყანამ ეს რესურსი უნდა გამოიყენოს.
ქალაქ NEOM-ის პროექტი, საუდის არაბეთში პრინცი - ბინ სალმანის ზედამხედველობით ხორციელდება და ქვეყნის მომავლის ხედვას ეფუძნება. საუდის არაბეთის NEOM-ის პროექტს გამორჩეული მიზნები აქვს. მისთვის პრიორიტეტს ადამიანები და მათი ჯანმრთელობა წარმოადგენს. ქალაქი მაქსიმალურად დაცული იქნება გამონაბოლქვისგან. მატარებლებისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწისქვეშა გზები მოეწყობა. Clean Energy - ეს არის პრინციპი, რომლითაც შენობები იფუნქციონირებენ.
პროექტის სრული ღირებულება 500 მილიარდი დოლარია. NEOM-ი 380 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს და როგორც წინასწარი პროგნოზით არის განსაზღვრული საუდის არაბეთის GDP-ის 2030 წლისთვის $48 მლრდ-ით გაზრდის.
NEOM-ი დაახლოებით 26 500 კვადრატულ მეტრის ფართობისაა და ის საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტერიტორიას სამხრეთით წითელი ზღვა და დასავლეთით აკაბას ყურე ესაზღვრება.
ბიზნესმენის
„სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, დიდი ინვესტიციაა საჭირო და არაბები ჯერჯერობით ვერ წყვეტენ.
გაგზავნილი გვაქვს ყველა ჩვენი პირობა, მათგან ველოდებით ახლა გადაწყვეტილებას. ყველა პირობა უკვე გაწერილია.
საუბარია დაახლოებით 20-დან 50 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაზე.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული - ინვესტიცია 20-დან 50 მილიონ დოლარამდეა, დაახლოებით 50 მილიონი დოლარია საჭიროა ძალიან მაღალი კლასის ჩამომსხმელის ორგანიზებისთვის“, - განუცხადა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“.