სათამაშოების (სათამაშოები, თამაშები და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები) იმპორტი 131.92%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში $115 308 93 დოლარის ღირებულების სათამაშოების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.32-ჯერ მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, ქვეყანა საიდანაც ყველაზე მეტი სათამაშო შემოდის ჩინეთია.

TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო ხუთი წლის მონაცემებით

2019

ჩინეთი - $23 164 810; ბულგარეთი - $ 3 725 770; ჰონკონგი - $2 396 120

2020

ჩინეთი - $19 938 350; ბულგარეთი - $ 2 489 850; იტალია - $2 457 080

2021

ჩინეთი - $22 922 500; ბულგარეთი - $ 3 346 330; ჰონკონგი - $2 760 530

2022

ჩინეთი -$ 32 307 020; ლატვია -$ 9 762 300; ბულგარეთი -$ 5 686 480

2023

ჩინეთი -$ 39 691 900; არაბთა გაერთიანებული საამიროები -$ 15 300 230; ბულგარეთი - $ 9 711 700.