თანამედროვე სამყაროში, საკომუნიკაციო პლატფორმების უმთავრესი პრიორიტეტი ზარებისა თუ შეტყობინებების უსაფრთხოება და მომხმარებლების კონფიდენციალურობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, არასოდეს ყოფილა ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც ციფრულ სამყაროში.

ზოგჯერ, მესენჯერებში კომუნიკაციისას ადამიანები აგზავნიან ისეთ პირად მონაცემებსაც კი, როგორებიცაა პასპორტის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, საბანკო ბარათის ნომერი და მრავალი სხვა.

ჩვენ შევიკრიბეთ 5 მარტივი წესი, რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ ისაუბროთ მესენჯერებში. 

◼️ გამოიყენეთ მესენჯერები ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრით

დარწმუნდით, რომ შეტყობინებების აპლიკაცია, რომელსაც იყენებთ, ბოლოდან ბოლომდეა (E2EE) დაშიფრული. ეს ნიშნავს, რომ შეტყობინება დაშიფრულია მოწყობილობიდან ტექსტის გაგზავნამდე. სერვერების გავლისას, ის სრულად დაცულია და ვერავინ შეძლებს მის წაკითხვას. შეტყობინების გაშიფვრა, მხოლოდ მიმღებ მოწყობილობას შეუძლია. ასე რომ, ინფრომაციის წაკითხვა მხოლოდ თქვენ და იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ესაუბრებით.

ასეთი ტიპის დაშიფვრას იყენებს, მაგალითად Rakuten Viber. აქ ყველა შეტყობინება, ნაგულისხმევადაა დაშიფრული. ამ ფუნქციას, ზოგიერთი სხვა პოპულარული შეტყობინებების პლატფორმაც გთავაზობთ.

◼️ გააქტიურეთ 2-ეტაპიანი ავთენტიფიკაცია (2FA)

დაამატეთ უსაფრთხოების კიდე ერთი ფენა თქვენს მესენჯერში და გააქტიურეთ 2-ეტაპიანი ავთენტიფიკაცია. ეს გულისხმობს, რომ პაროლის გარდა, უნდა დაამატოთ ანგარიშის გადამოწმების მეორე ფორმაც, მაგალითად, თქვენს ტელეფონზე გაგზავნილი კოდი. ეს დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ანგარიში მაშინაც კი, თუ თქვენი პაროლი სხვა ადამიანის ხელში აღმოჩნდება.

◼️ დააკვირდით იმ ბმულებსა და ფაილებს, რომლებსაც უცნობი კონტაქტებისგან იღებთ

თქვენს ანგარიშზე წვდომის მისაღებად, თაღლითებმა შეიძლება შემოგთავაზონ მიჰყვეთ ბმულს, რაიმე კონკურსში ხმის მისაცემად, ან თუნდაც, წარმოსახვითი პრიზისა თუ ფულის მოსაგებად. ბმულზე დაწკაპუნებისას, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ ცნობილ პლატფორმას ჰგავს, შესაძლოა მოითხოვონ პირადი ინფორმაციის შეყვანა. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ მისი გამოყენება თქვენი ანგარიშის გასატეხად.

ამიტომ, ყოველთვის მოერიდეთ საეჭვო ბმულებზე დაწკაპუნებას ან უცნობი ან არასანდო წყაროებიდან მიღებული ფაილების ჩამოტვირთვას. ეს შეიძლება იყოს ფიშინგის მცდელობა ან შეიცავდეს ვირუსულ პროგრამას.

◼️ მოერიდეთ ჩატებში პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას

მოერიდეთ ისეთი პერსონალური მონაცემების გაზიარებას, როგორიცაა თქვენი მისამართი, პასპორტის მონაცემები, საბანკო დეტალები ან პაროლები, რადგან მსგავსი სახის მონაცემები, პოტენციურად, შეიძლება თაღლითების მიერ იქნას გამოყენებული. თუმცა, ზოგჯერ, აუცილებელია ამის გაკეთება, მაგალითად, კონტრაქტის გაფორმების დროს. ასეთი მონაცემების მიღებისა და გაგზავნის შემდეგ, უმჯობესია დაუყოვნებლივ წაშალოთ ისინი მესენჯერიდან, რათა არ დარჩეს არქივში და თაღლითებმა დროთა განმავლობაში არ მიიღონ მასზე წვდომა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მესენჯერს აქვს ფუნქცია წაშალოს შეტყობინებები და ფაილები გარკვეული დროის შემდეგ. მაგალითად, Viber-ში არსებობს შეტყობინებების გაქრობის შესაძლებლობა. ჯგუფურ და პირად ჩატებში შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი, რომელიც ავტომატურად წაშლის შეტყობინებებს 10 წამის, ერთი წუთის, ერთი საათის ან ერთი დღის ვადაში - მას შემდეგ, რაც მიმღები წაიკითხავს თქვენს გაგზავნილ ინფორმაციას. ხოლო თუ თანამოსაუბრე ან ჯგუფური ჩატის ერთ-ერთი მონაწილე გადაიღებს ასეთი შეტყობინების სკრინშოტს, მესენჯერი ამის შესახებაც გაგაფრთხილებთ.

◼️ გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლები

ყველამ იცის, რომ ძლიერი პაროლი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ ასოებს, არამედ ციფრებსა და სიმბოლოებს. მაგრამ ყველას არ ახსოვს, რომ სხვადასხვა სერვისებზე ერთი და იგივე პაროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული - თავდამსხმელები შეძლებენ შევიდნენ არა მხოლოდ ერთ ანგარიშზე, არამედ ერთდროულად მიიღონ წვდომა რამდენიმეზე. გარდა ამისა, რეკომენდებულია პაროლების რეგულარული ცვლილება – მაგალითად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

საბედნიეროდ, არ არის აუცილებელი ყველა პაროლის ყველა კომბინაცია დაიზეპიროთ. პირიქით, ყველაზე საიმედო და მოსახერხებელი გზაა, პაროლის მენეჯერის გამოყენება, რომელიც თავად შემოგთავაზებთ და შეინახავს ყველა საჭირო პაროლს. ასეთი აპლიკაციები, როგორც წესი, ძალიან დაცულია, რაც დაგეხმარებათ თქვენი მონაცემების დაცვაში.

ამ მარტივი წესების დაცვით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი კომუნიკაციის უსაფრთხოება და დაიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია პოტენციური საფრთხეებისგან.