არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქ აბუ-დაბიში მალე მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდება. შეთანხმება კალიფორნიულ კომპანია  Archer Aviation-თან უკვე გაფორმებულია.

გარიგების თანახმად, კომპანია „არქერი“ eVTOL-ის ტიპის საფრენ აპარატებს თავად საამიროების დედაქალაქში აწარმოებს. მფრინავი ტაქსი ოთხ ადამიანზე იქნება გათვლილი და ქალაქში განთავსებულ სპეციალურ კვანძურ სადგურებს შორის იმოძრავებს.  სერვისი მგზავრობის დროს 80%-ით შეამცირებს.

როგორც კომპანია  Archer-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მფრინავი ტაქსი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება, გარდა ამისა, იგი ქალაქის ცენტრში ხმაურს მნიშვნელოვნად შეამცირებს. Archer's Midnight Evtol-ს სიჩქარე საათში 240 კმ-ია.

მფრინავი ტაქსების კონცეფცია პოპულარული Uber-ის მიერ 2016 წელს, Elevate პრეზენტაციის დროს გახდა.

მას შემდეგ, eVTOL სექტორში 300-ზე მეტი სტარტაპი შეიქმნა,  რომლებმაც ჯამში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიპოვეს.