ახალი წელი — ესაა არამარტო დრო, როდესაც ხდება გასული წლის გაცილება და ახალი დასაწყისის მიღება, არამედ დასაწყისია იმ განსაკუთრებული მომენტებისა და ემოციების, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაგვყვება. საახალწლო საჩუქრის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც არა მხოლოდ გვეხმარება სითბოს გაზიარებაში, არამედ გამოხატავს ჩვენს ყურადღებას და სიყვარულის ძალას. ყვავილები, თავისი თვალწარმტაცი სილამაზითა და ბუნებრივი სურნელით, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ახალი წლის განწყობის გამოსახატავად.

ყვავილები როგორც ახალი წლის სიმბოლო

31 დეკემბრის ღამე, ახალი წლის წინ, განსაკუთრებული დროა, როდესაც მთელი სამყარო მოლოდინით აღსავსეა. წარსული წლის გაცილებისთვის და ახალი ეტაპის დასაწყისის აღსანიშნავად ყვავილები ნამდვილად იდეალური სიმბოლოა. მათი ცოცხალი ფერები ,როგორც ბუნებრივი სილამაზის ფენომენი, დადებითი ენერგიით ავსებს სახლს და გვეხმარება გავაასმაგოთ სასიამოვნო, სადღესასწაულო განწყობა. 

თბილისში „ლავლი როუზი“, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზია, გთავაზობთ ძალიან დიდ ასორტიმენტს, რომელშიც თითოეული თაიგული გამორჩეულია თავისი ექსტრავაგანტული დიზაინითა და უჩვეულო შემადგენლობით. 

ყვავილები - განსაკუთრებული საჩუქრები

ყვავილები, არა მხოლოდ თავისი სილამაზით, არამედ თავისი სიმბოლიკითაც განსაკუთრებულ საჩუქრად ითვლება. სწორედ ამიტომ, „ლავლი როუზში“ შეხვდებით თაიგულებს, რომლებიც არა მხოლოდ ახალი წლის სურნელს ინახავს, არამედ იდეალურად გაუსვამს ხაზსს თქვენი შერჩული თაიგულის სიმბოლიკას. მაგალითად,თაიგული „შემოდგომის ფერებში“ გთავაზობთ მზესუზმირას, ლეუკას, სტატიცას, დიანტუსსა და სხვადასხვა ფერადი ყვავილების ჰარმონიულ კომბინაციას. ეს თაიგული იდეალური იქნება მათთვის, ვისაც სურს ახალი წლის დღესასწაული ბუნებრივი სილამაზით და ზრუნვით გაამდიდროს.

ყვავილები - ისტორიული ტრადიცია და კულტურა

ყვავილების ჩუქების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობს და გადადის თაობიდან თაობაზე. ძველი რომაელები ახალ წელს აღნიშნავდნენ ფესტივალით სახელად სატურნალია. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში იცვლებოდა საახალწლო საჩუქრები და მათში აუცილებლად შედიოდა ყვავილი. ანალოგიურად, ძველ საბერძნეთში ადამიანები დიონისიის ფესტივალზე ცვლიდნენ საჩუქრებს, რომლებიც ხშირად შეიცავდნენ ყვავილების გირლანდებს. 

საახალწლო ყუთები და ბოქსები

თუ თვლით რომ ახალი წელი ტკბილეულის და ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელია,  ,,ლავლი როუზის” გთავაზობთ არა მხოლოდ ყვავილების თაიგულებს, არამედ საახალწლო ყუთებს და ბოქსებს. მათი არჩევანია ძალიან დიდია, თითოეული მათგანი შეიცავს ტკბილეულს,სასმელს, სათამაშოებს და ა.შ. რომლებიც ნებისმიერი ადამიანსითვის შეძლებს დღის გაფერადებას. 

ერთ-ერთი შესანიშნავი ვარიანტი, მცენარეთა მოყვარულთათვი, არის  ყუთები,  რომლებიც შეიცავენ ოთახის მცენარეს და ასევე სხვადასხვა საახალწლო დეკორაციას.  მაგალითად, ყუთები ორქიდეის ან შობის ყვავილის კომბინაციით, იდეალურია ბუნებაზე და სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანისთვის.

 

საახალწლო ხელნაკეთი ნაძვის ხე, როგორც საჩუქარი

საჩუქრის არჩევა ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით საახალწლოდ, რადგან საახალწლო საჩუქარმა უნდა გამოხატოს არა მხოლოდ თქვენი სიკეთე და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს საახალწლო თემატიკა, საშობაო განწყობა და გაფორმება. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით Lovely Roses გთავაზობთ უნიკალურ საჩუქარს ხელნაკეთი საახალწლო ნაძვის ხეების სახით.

ჩვენთან, Lovely Roses-ში გთავაზობთ ნებისმიერი გემოვნებისთვის დამზადებულ საახალწლო ნაძვის ხეების ფართო არჩევანს. თუ გონებაში გაქვთ რომელიმე კონკრეტული ფერთა გამით, მასალით ან სტილის დამზადებული ხე გაქვთ, ჩვენი გუნდი მას რეალობად გიქცევთ. თითიეული ნაძვის ხე, რომლესაც ჩვენ კალატოგში შეხვდებით, დამზადებულია სხვადასხვა ფლორისტის მიერ და იდეალურად ასახავს მათ განწყობას და ხასიათს.. 

ელნაკეთი ნაძვის ხეები გამოირჩევა ხელვნურისგან, რაგდან მათ თავისი ბუნებრივი სურნელით თუ სიმწვანით სიცოხლე შემოაქვთ სახლში. ისინი დამზადებულია სხველ ბიოფლორაზე, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მორწყვა რათა არ გამოშრეს და გახმეს. ჩვენთან შეხვდებით სხვადასხვა დეკორაციული მასალით, მაგალითად, გირჩებით, სათამაშოებით ან ჩირებით გაფორებულ ხეს.. შესაბამისად არ გაგიჭირდებათ შეარჩიოთ იდეალური ვარიანტი თქვენი საყვარელი ადამიანების გასახარებლად. 

პროდუქტის ფასი დამოკიდებულია სიმაღლეზე, რაც უფრო მაღალია ნაძვი მით უფრო მაღალია მისი ფასიც. მათი სიმაღლე მერყეობს 35სმ-დან 85სმ-მდე. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ისინი ძალიან სწრაფად იყიდება, დამზადებიდან რამდენიმე საათში, ამ შემთხვევაში მათ აწერიათ ,,წინასწარი შეკვეთით”, მაგრამ ახალი ნაძვებიც ყოველდღიურად მზადდება და ჩვენც წამებში ვამატებთ კატალოგში, რათა არავინ დავტოვოთ გულდაწყვეტილი. მათ შესაძენათ შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენს ორ ულამაზეს ფილიალში, სადაც დაგხვდებათ ამაღლებული საახალწლო განწყობა და ჩვენი პროფესიონალი ფლორისტები.

საახალწლო გვირგვინები - იდეალური საახალწლო დეკორაცია

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უსასრულობის და ახალი საწყისების მაგიური რწმენა ძლიერდება, ჩვენი გრძნობების გამოსახატად კი იდეალური ვარიანტია საახალწლო გვირგვინები. სხვადასხვა კულტურაში თავისი წრიული ფორმით და ნაძვის ტოტებით, ისინი ითვლება კეთილდღეობის და უსასრულო ბედნიერების სიმბოლოდ. 

არ აქვს მნიშვნელობა ოფისის მორთვა გსურთ თუ სახლს ამზადებთ დიდი ოჯახური ვახშმისთვის, Lovely Roses-ის მიერ შექმნილი გვირგვინები კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს შექმნილ სადღესასწაულო ბედნიერ ატმოსფეროს.  ჩვენი გუნდი გთავაზობთ დიდ არჩევანს, სადაც თითოეული საახალწლო გვირგვინი შექმნილია სიყვარულით და დეტალების სიზუსტით, ჩვენი წამყვანი ფლორისტების მიერ. 

თუ კლასიკის მოყვარული ხართ, მაშინ ჩვენი ტრადიცული მრგავლი გვირგვინი, დამზადებული ცოცხალი ნაძვის ტოტებით და მორთული მხოლოდ ბუნებრივი გირჩევით, იდეალური არჩევანია თქვენთვის.  მას შეიძლება დაემატოს დეკოარაციად წითელი ლენტები ან პატარა სათამაშოები, რომელიც  უფრო მეტად გამოკვეთს სეზონის და დღესასწაულოს სითბოს და სულისკვეთებას.

კლასიკა ყოველთვის მარტივი არჩევანია, თუმცა Lovely Roses-ში ყველა გემოვნების ადამიანი იპოვნის სასურველ გვირგვინის. იქნება ეს, ზამთრის მოყვარული პიროვნება რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდება ჩვენი თეთრ-ვერცხლისფერებში დამზადებული გვირგვინები, თუ გამბედავი ადამიანი რომელიც არ უშინდება ექსპერიმენტებს და ჩვენი ფლორისტების დამზადებული გვირგვინები სხვადასხვა ყვავილებით, პირველივე დანახვისას ჩაუვარდება გულში. 

Lovely Roses-ის გუნდი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენს ახლობელ ადამიანებს აჩუქოთ, არა უბრალოდ ხელნაკეთი, არამედ თქვენი ხელებით დამზადებული ნაძვის ხე თუ საახალწლო გვირგვინი. ჩვენი ფლორისტის შემსწავლელი და მასტერკლასები უნიკალური საშუალებაა, თავად შექმნათ სასურველი საჩუქარი, ჩააქსოვოთ საკუთარი გრძნობები, სიყვარული და დაუვუყწარი გახადოთ თქვენი საყვარელი ადამიანებსი დღესასწაული.