უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. - ამის შესახებ  ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს. მათივე ცნობით ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 7788-ს შეადგენს.