Yandex Go-მ ბრენდის ვიზუალი და სისტემის პოზიციონირება განაახლა, რათა სრულად ასახოს ყველა ის მომსახურება და შესაძლებლობა, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია. აპლიკაცია არაერთ ისეთ სასარგებლო და საჭირო სერვისს აერთიანებს, რომელიც, დროის დაზოგვის მიზნით, ნებისმიერ ადამიანს სურს და სჭირდება.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება ზედმეტად დატვირთული და მრავალფეროვანია. შესაბამისად, ყოველთვის ვეძებთ მარტივ გადაწყვეტას ან მომსახურებას, სადაც ერთი სერვისით ბევრი საქმის კეთებაა შესაძლებელი.

ბოლო წლების განმავლობაში, სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც, Yandex Go-ს აპლიკაციის დახმარებით, არამხოლოდ სატრანსპორტო მომსახურებით, არამედ გადაზიდვის სერვისით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ გაჩნდა რებრენდინგის საჭიროებაც - რათა ვიზუალური სტილი სავსებით პასუხობდეს აპლიკაციის შიდა შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, Yandex Go-მ ბრენდის პოზიციონირება, მათ შორის, ვიზუალური სტილი და კომუნიკაციის ტონალობა განაახლა.
უკვე განახლებულია ვიზუალური სტილი, ლოგო, ვებ-გვერდის მთავარი გვერდი და ასევე, დაიწყო ავტომობილებზე ბრენდინგის შეცვლა. შეიცვალა Yandex Go-ს საფირმო ლოგოც — ახლა ყვითელ ფონზე, შავი ასოებით, დატანილია სიტყვა „Go“.


Go-ს სუპერაპის ძირითადი მისია ცხოვრების გამარტივებაა. სერვისის ახალი პოზიციონირებაც ეფუძნება პრინციპს - „ყველაფერი მარტივია“. განახლება მოიცავს აპლიკაციის ყველა აქამდე ნაცნობ და ასევე, ახალი შესაძლებლობების წარდგენას, რომელიც აადვილებს ჩვენს ყოველდღიურობას: როგორც გადაადგილებას, ასევე ნივთების გაგზავნასაც — დაწყებული მცირე ზომის საჩუქრებით, დამთავრებული დიდი და გაბარიტული ტვირთით.


კომპანია გეგმავს, კლავ გააფართოოს აპლიკაციის შესაძლებლობები და ფეხი აუწყოს მომხმარებლის მოთხოვნებს, რადგან Yandex Go ადამიანების ყოველდღიურობას უფრო მოსახერხებელს ხდის.

kvira.ge