საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში (ეროვნული ლიგა)  10 გუნდია, რომელთა საერთო ღირებულებაც „transfermarkt-ის” მონაცემებით € 30.20 მილიონია.

ყველაზე ძვირი, €6.00 მლნ, ბათუმის დინამო ღირს, ყველაზე იაფი კი - სამტრედია €1,32 მლნ.

გუნდების ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბათუმის დინამო - €6.00 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - გიორგი წიტაიშვილი. 2021 წელს, Vorskla Poltava-ში ყოფნისას, მისი საბაზრო ღირებულება €1.50 მილიონი იყო, თუმცა ახლა მისი საბაზრო ღირებულება, €0.8 მილიონს შეადგენს.

  • ქუთაისის ტორპედო - €4.78 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - გიორგი არაბიძეა. მისი საბაზრო ღირებულება გაუტოლდა 2016 წლის (Shkhtar Donetsk II) ღირებულებას და € 0.7 მილიონი შეადგინა.

  • დინამო თბილისი - €4.08 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - დანიელ რომანოვსკია. მისი საბაზრო ღირებულება € 0.65 მილიონია.

  • საბურთალო- €3.28 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - ოთარ მამაგეიშვილია. მისი საბაზრო ღირებულება 2023 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, € 0.35 მილიონი იყო, თუმცა ბოლო მონაცემებით, მისმა საბაზრო ღირებულებამ € 0.3 მილიონი შეადგინა.

  • წყალტუბოს სამგურალი - €2.85 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები ბექა დართმელაშვილი და ნიკა კალანდარიშვილი არიან. დართმელაშვილის საბაზრო ღირებულებამ € 0.452 მილიონიდან (FC Locomotive Tbilisi) € 0.25 მილიონზე ჩამოვიდა. კალანდარიშვილის საბაზრო ღირებულებამაც € 0.25 მილიონი შეადგინა.

  • კოლხეთი -1913 ფოთი - €2.55 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - გიორგი მელქაძეა. მისმა საბაზრო ღირებულებამ € 1.50 მილიონიდან (FK Tambov) € 0.5 მილიონამდე დაიწია.

  • გაგრა - €1.88 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - გიორგი ხარებაშვილია. მისი საბაზრო ღირებულება € 0.225 მილიონია.

  • თელავი - €1.78 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - სტეფან ბუკორაცია. მისმა საბაზრო ღირებულებამ € 0.5 მილიონიდან (Kaspiy Aktau), € 0.325 მილიონზე დაიწია.

  • გორის დილა - €1.73 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - ნიკა გაგნიძეა. მისი საბაზრო ღირებულება € 0.4 მილიონიდან, € 0.35 მილიონზე დაეცა.

  • სამტრედია - €1.32 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - ომრან ჰაიდარია. მისი საბაზრო ღირებულება € 0.5 მილიონიდან ( Akra Gdynia), € 0.2 მილიონზე დაიწია.