Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, გასული წლის 9 თვეში ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლების 15%-ით, 998.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია, შემოსავლები სამ უმსხვილეს კომპანიას შორის ასე ნაწილდება:
- Magticom - შემოსავალი ₾476 მილიონი, სექტორის შემოსავლების 47.7%;
- Silknet – ₾349 მილიონი, 35%;
- Cellfie (ყოფილი Beeline) - ₾93 მილიონი, 9.3%.
შემოსავლების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მობილური სეგმენტი იყო.