Coca-Cola Bottlers Georgia გამაგრილებელ სასმელებს  საქართველოში The Coca Cola Company ბრენდის ქვეშ აწარმოებს.

კომპანიის 2022 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გაზიან სასმელებს შორის Coca-Cola-ს ბრენდები ლიდერობენ.

კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს 396 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს გაყიდვებმა 284 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს Coca-Cola Bottlers Georgia-ს ჰქონდა 52,6 მილიონი ლარის წმინდა მოგება, რაც 21,6 მილიონი ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.

კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 328 მილიონი ლარია.

Coca-Cola Bottlers Georgia გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს - კონცენტრატებსა და სასმელებს კომპანია Coca-Cola-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იღებს. პირველი ხელშეკრულება 1993 წელს გაფორმდა და მას შემდეგ ხელშეკრულება პერიოდულად გრძელდება.

კომპანია საქართველოში პროდუქციას აწარმოებს  The Coca-Cola Company („TCCC“), Coca-Cola Export Corporation და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმის პირობებისა და სხვა შეთანხმებების გათვალისწინებით. კომპანიის ძირითადი ბრენდებია Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola უშაქრო, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn and Fuse Tea.

Coca-Cola Bottlers Georgia-ს 87,47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა.