მაღალფასიანი იტალიური ბრენდის Brunello Cucinelli-ის, აქციები 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიას სანქციების გვერდის ავლით რუსეთში ოპერირების ბრალდება წაუყენეს,- ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
კვლევითი კომპანია Morpheus-ის სამთვიანი გამოძიებით დადგინდა, რომ Brunello Cucinelli მოსკოვში რამდენიმე მაღაზიას ფლობს, რომელთა შემოსავლებმა 2023-2024 წლებში დაახლოებით 15 მილიონი ევრო შეადგინა. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ბრენდი ოფიციალურად აცხადებდა, რომ რუსეთის ბაზარზე ყველა მაღაზია დახურა.
გარდა ამისა, Morpheus-ის ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოჩენილი პროდუქციის ეტიკეტები მიუთითებდა, რომ ტანსაცმელი იტალიაში 2024 და 2025 წლებში შეიკერა— სანქციების დაწესების შემდეგ.
ამოღებული დოკუმენტებით დგინდება, რომ პროდუქცია რუსეთში შუამავალი ქვეყნების ლიტვას, ირანისა და ჩინეთის მეშვეობით შედიოდა.
Cucinelli-მ Bloomberg-თან ინტერვიუში ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ რეპუტაციული ზიანის გამო სასამართლოს მიმართავს.