ნიკორა ქართულ ბაზარზე 500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. ნიკორას ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია ლიბრეს სავაჭრო ობიექტები.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში 509 სავაჭრო ობიექტია, უახლოეს პერიოდში იგეგმება 10 ახალი ფილიალის გახსნა  და 11 სეზონური სავაჭრო ობიექტის დამატება.

 

როგორც „კომერსანტს“ „ნიკორაში“ განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით „ნიკორას“ სავაჭრო ობიექტები ყველაზე მეტი თბილისშია -  305, შემდეგ მოდის აჭარა და ქართლი.