ახალი კვლევების თანახმად, მზის პანელების პარკები შესაძლოა ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავი მწერებისთვის თავშესაფარი გახდეს.
ბრჭყვიალა მზის პანელები შესაძლოა, ველური ბუნების განვითარებისთვის ყველაზე სასურველ ადგილად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ მზის პანელები განლაგებულია მდელოების პრინციპით, იგი კარგი თავშესაფარია ფუტკრებისთვის.
ლანკასტერის უნივერსიტეტის მკვლევრები, დიდ ბრიტანეთში, იკვლევდნენ, თუ რა გზით შეიძლება შევუწყოთ ხელი ფუტკრების პოპულაციის გამრავლებას, რადგან მათი რაოდენობა მკვეთრად იკლებს – ფუტკრების რიცხვი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, 17%-ით შემცირდა.
„ჩვენი კვლევები იძლევა პირველ მტკიცებულებას, რომ მზის პანელების პარკები შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც კონსერვაციის საშუალება“ – ამბობს ლანკასტერის უნივერსიტეტის დოქტორი, ჰოლი ბლეიდსი.
ფერმერები, თავიანთი მზის პანელების პროექტში ჩართვით, ყვავილების დარგვისა და ფუტკრების პოპულაციის ხელშეწყობისთვის სარგებელს მიიღებენ.
ფუტკრების სკების სხვადასხვა მოდელების სიმულაციით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დიდი, ხანგრძლივი დროით მოქმედი და რესურსებით მდიდარი მზის პანელების პარკები ფუტკრების აქტივობას და პოპულაციას პარკიდან 1 კილომეტრის მოშორებითაც გაზრდიან.
ეს ასევე სარგებელს მოუტანს იმ ფერმერებს, რომლებსაც მიმდებარედ სასოფლო – სამეურნეო კულტურები აქვთ, ერთადერთი რაც ფერმერებმა უნდა გააკეთონ, რეჰანის და გოგრის დარგვაა.
ვრცლად: agrokavkaz.ge