2025 წლის 24 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა Kursi.ge-ის ბიზნესს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა Kursi.ge-ის პარტნიორების აღიარებას, სიახლეების გაზიარებასა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ Kursi.ge-ის კორპორაციული კლიენტები, ბიზნესპარტნიორები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნინო კუპრაშვილმა გახსნა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და პარტნიორობისთვის.

Kursi.ge-ის შესახებ სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ვასილ შენგელია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელი ლევან დარსალია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:
„ფინანსური ინოვაციები და ბიზნესის მომავალი საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინტექ სფეროს წამყვანი ექსპერტები:

  • ვახო ჭითავა — კომპანია Fastoo-სა და Bitanica-ს გენერალური დირექტორი
  • მარიამ რუსიშვილი — Lightspeed Digital-ის მმართველი პარტნიორი, IFC და ADB-ის კონსულტანტი
  • ირაკლი წურწუმია — კომპანია Eurocredit-ის გენერალური დირექტორის მოადგილე
  • ქეთევან მეფარიშვილი — ge-ის დირექტორი და დისკუსიის მოდერატორი

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ Kursi.ge-ის სიახლეებსა და გეგმებს, რომელთა შორის იყო მობილური აპლიკაცია და სპეციალური, VIP  ფილიალი კორპორატიული კლიენტებისთვის, რომლებიც მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

საღამოს კულმინაცია იყო ევროპის ორკაციანი საგზურის გათამაშება, როგორც Kursi.ge-ის ერთგვარი მადლობა თანამშრომლობისთვისა და ნდობისთვის.