„სევილიაში“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი „სპორტინგმა“ შეაფერხა – ამის შესახებ წერილს ესპანური გამოცემა ElDesmarque აქვეყნებს.

„პორტუგალიის ლიგაში არასტაბილური სეზონის შემდეგ ქართველ ნახევარმცველს კლუბის დატოვება და „სევილიაში“ გადასვლა სურს, მაგრამ „სპორტინგი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წასვლა თავიდან აიცილოს.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა, „სპორტინგის“ ფინანსურმა მოთხოვნებმა შეთანხმება შეაფერხა. „სევილიის“ ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი არ გადაიხდიდნენ თანხას, რომელიც მოთამაშის რეალურ საბაზრო ღირებულებას აღემატება.

ქოჩორაშვილის „სევილიაში“ გადასვლა გადაწყვეტილი არ არის. პორტუგალიური კლუბის მაღალი მოთხოვნები „სევილიის“ ხელმძღვანელობას აიძულებს, ფრთხილად იმოქმედოს. მათი პოზიციაა, რომ ამ საკითხში კომპრომისზე არ წავა. გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ ფეხბურთში დაბრუნებას მოუთმენლად ელის, თუმცა ეს კლუბების შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

იჯარასთან (გამოსყიდვის ოფციით) დაკავშირებული უთანხმოება გარიგებას აჭიანურებს. მწვრთნელთა შტაბის სურვილი იყო, რომ ნახევარმცველი ახალი სეზონისთვის „სევილიასთან“ ერთად მომზადებილიყო, თუმცა ხელმძღვანელობა ფინანსურად არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

თუ „სპორტინგთან“ მოლაპარაკებები ჩაიშლება, „სევილიის“ ტექნიკური სამდივნო, რომელსაც ხოსე იგნასიო ნავარო ხელმძღვანელობს, ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიაში“ ტრანსფერის დასრულებამდე ბევრი გადაუჭრელი საკითხი და რთული მოლაპარაკებები რჩება“, – წერს ესპანური გამოცემა.

პირველი არხი