,,კულამ" გერმანული კომპანია HIPP-ის აქტივები შეიძინა. ინფორმაცია ,,კომერსანტს" კომპანიის დამფუძნებელმა გასულ კვირას მიაწოდა. ვანო გოგლიძემ ,,კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ 2025 წელს კომპანია წარმოებას 15%-ით გაზრდას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით შეიძინეს მათ HIPP-ის საწარმო.

,,წარმოების გაზრდას ვაპირებთ. გეგმაში გვაქვს დაახლოებით 15%-ით წარმოების გაზრდა. გვაქვს ახალი დანადგარები. დავამატეთ ახალი საწარმოო ფართები გორში. ასევე შევიძინეთ დაბა აგარაში ,,ჰიპის’’ ქარხარა. აპრილში შევიძინეთ ქარხანა და იქაც დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას თვის ბოლოდან.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.

ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" დღეს განაცხადა, რომ "კულა" აღნიშნულ პროექტში, 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის  ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მისივე თქმით, HIPP-ის ქარხნიდან გამოშვებული ხილფაფები და ბიო წვენები ბაზარზე "კულას" სახელით გაიყიდება, რადგან  HIPP-სგან მხოლოდ აქტივების შეძენა მოხდა და არა სახელის. 

წყარო: bp.ge