„თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელსაც საავტომობილო სერვისებისა და პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ფილიალების ფართო ქსელი აქვს, black friday-ს კვირეულისთვის ემზადება. 25 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიო ბრენდების პროდუქცია დიდი ფასდაკლებით შეიძინონ და ზამთრის სეზონს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.
ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „მომხმარებლის საჭიროებაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ჩვენი მთავარი მიზანია - მაღალი ხარისხის მომსახურებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება მაქსიმალურად გავუმარტივოთ. ამ კონცეფციით დავგეგმეთ შეთავაზებების წლევანდელი კვირეულიც. მასშტაბური აქციის ფარგლებში ავტომფლობელები შეძლებენ,„თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი ბრენდების პროდუქცია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ. იქნება ეს აკუმულატორები, ზეთები, სამუხრუჭე სისტემები თუ საბურავები.
„თეგეტა მოტორსი“ პირველი იყო, ვინცმსოფლიო ბრენდთან, Bridgestone-თან ერთად,ქართულ ბაზარზე ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და ამით საგზაო კულტურაში მეტი უსაფრთხოების დანერგვას შეუწყო ხელი.მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი შეთავაზებებით საუკეთესო ხარისხის საავტომობილო პროდუქცია - მეტად ხელმისაწვდომი, სერვისები კი მრავალფეროვანი გავხადოთ და მომხმარებელს უფრო სწრაფად და კომფორტულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მოვემსახუროთ“.
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება,როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინპლატფორმებზე, მათ შორის არის „თეგეტამოტორსის“ აპლიკაციაც, რაც პროცესს დამატებით ამარტივებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს,საჭირო პროდუქცია სასურველ დროს, მისთვის მოსახერხებელ გარემოში შეიძინოს. სხვადასხვა ტიპის აქციები „თეგეტა მოტორსის“ სრულ საავტომობილო ასორტიმენტს შეეხება. კომპანია საქართველოში წარმოადგენს 300-ზე მეტ მსოფლიობრენდს.
black friday-ს კვირეული საუკეთესო დროა ავტომფლობელებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე სანდო მწარმოებლების პროდუქცია ხელსაყრელ ფასად შეიძინონ და უსაფრთხო ზამთრისთვის სათანადოდ მოემზადონ.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდანოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო დასპეციალური დანიშნულების სერვისისმიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერიკომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულსპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი დასატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა დამიკროავტობუსების, ასევე სპეციალურიდანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალიაქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდისწარმომადგენელია საქართველოში, მათ შორისარის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.