ესპანური მოდის ჰოლდინგის Inditex-ის მფლობელმა განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო რუსეთში ტანსაცმლის გაყიდვასთან.
ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს მის მფლობელობაში არსებული ბრენდები - Zara, Bershka, Massimo Dutti, Stradivarius რუსეთში კვლავ ხელმისაწვდომი გახდა.
Financial Times-ის ცნობით, საქონლის იმპორტს რუსული კომპანია Disco Club ახორციელებდა, რომელმაც საბაჟო დეკლარაციებში მიმწოდებლად Inditex-ი მიუთითა. ნივთების ნაწილი ევროკავშირისთვის იყო განკუთვნილი, ნაწილი ჩინეთისთვის.
Inditex-მა განაცხადა, რომ ის არ მუშაობს რუსეთში და არ აკეთებს კომენტარს მესამე მხარის ქმედებებზე.