Imagine Dragons-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 100 - დან 1000 ლარამდეა - ამის  შესახებ  ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქში Black Sea Arena ავრცელებს.

„გვიხარია, რომ Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს

ბილეთების შეძენას 11 მაისის 16:00 საათიდან TKT.ge-ზე შეძლებთ, Star Ring-ის ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ BSA.ge-ზე,“ - წერია განცხადებაში.