იაპონური ტურისტული კომპანია Nippon Travel-ი 2030 წლიდან ტოკიოსა და ნიუ-იორკის შორის  კოსმოსური რეისების ორგანიზებას გეგმავს

ბილეთის ფასი წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 100 მილიონ იენია (650 000 აშშ დოლარი).

ფრენებზე განაცხადების მიღება კი 2026 წლიდან დაიწყება. 

წყაროს ინფორმაციით, კოსმოსურ აპარატებს საზღვაო პლატფორმიდან გაუშვებენ, ხოლო ფრენა კოსმოსში შესრულდება. ტოკიოსა და ნიუ-იორკის შორის მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათი იქნება. მომავალში კომპანია გეგმავს მარშრუტების გაფართოებას აშშ-ს სხვა ქალაქებზე და შესაძლებლობას, სწრაფად გადაადგილდნენ პლანეტის ნებისმიერ წერტილში.

კომპანია Innovative Space Carrier-ის პრეზიდენტი კოძირო ჰატადა აღნიშნავს, რომ რეისების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ბილეთების ფასი შესაძლოა შემცირდეს.

თითოეული ახალი აპარატი რამდენიმე ფრენას შეასრულებს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარჯების ოპტიმიზაცია მოახდინოს. პროექტს  იაპონურ სტარტაპთან Innovative Space Carrier განხორციელების, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს ამუშავებს.