კომპანია  „როუდ ქონსთრაქშენ“ პენიტენციური სამსახურის 2.8 მლნ ლარის ღირებულების არაპროფილურ ტენდერს იგებს. ტენდერში წინადადებების მიღება 27 მაისს დასრულდა და „როუდ ქონსთრაქშენ ერთადერთი კანდიდატია.

აღნიშნული ელექტრონული პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს, მოცემული პროცედურით ვლინდება უმდაბლესი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება საიდუმლო გრიფით. ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მსურველ პირს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა.

პროცედურაში მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კომპანია პენიტენციურ სამსახურს ავეჯს მიაწვდის.

შპს „როუდ ქონსთრაქშენ“ დაარსდა 2015 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება. კომპანიას შესრულებული აქვს 200-მდე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 11 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა საერთო სავარაუდო ღირებულება 23 მლნ ლარია.

კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი გოგიბერიძე პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველია (სულ 61500₾).

კომპანიის კიდევ ერთ მფლობელი ვაჟა ფანჩულიძე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

ირაკლი ნადარაია -33%; გიორგი გოგიბერიძე -34%; ვაჟა ფანჩულიძე -33%.

Gbc.ge