პროფესიონალურ სერვისებზე ბაზარზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ და კლიენტებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, გრანთ თორნთონ საქართველოს  ფირმის მენეჯმენტის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. 2023 წლის 1 მაისიდან ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონის ამჟამინდელი მმართველი პარტნიორი გაიზიარებს მოვალეობებს ფირმის პარტნიორთან პაატა შურღაიასთან.

 

ვახტანგ ცაბაძე გააგრძელებს მარწმუნებელი საქმიანობების მიმართულების და კომპანიის საერთაშორისო პროექტების მართვას, ფირმის საერთო ხელმძღვანელობასთან ერთად, პაატა კი ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერებაზე კონცენტრირდება და აგრეთვე ჩართული იქნება ფირმის საერთო მართვაშიც.

 

„გასულ წელს მნიშვნლოვანი ზრდა ქონდა გრანთ თორნთონს და აქტიურად იყო წარმოდგენილი ბაზარზე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით და ახალი სერვისების შეთავაზებით. მჯერა რომ ერთობლივად შევძლებთ გრანთ თორნთონის ახალ საფეხურზე გადაყვანას და ჩვენი ინკლუზიური მიდგომებით შევეცდებით განსაკუთრებული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენ კლიენტებს, კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწლი სერვისების მიწოდებით“- აღნიშნავს ბატონი პაატა.

ვახტანგ ცაბაძე,  გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: ”ვულოცავ პაატას ახალ პოზიციას. ჩვენი თანამშრომლობა გრანთ თორნთონში დაწყო და წლების განმავლობაში ეტაპობრივად ახალ-ახალ საფეხურზე გადადის. ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილება გააძლიერებს ჩვენს მმართველ გუნდს და  დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ გრანთ თორნთონი კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“.

გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებს უწევს. კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანები 1999 წლიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე.

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის ქსელში შემავალმა კომპანიებმა, 2022 ფინანსურ წელს (2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) შემოსავლის რეკორდული მონაცემი დააფქისირა და 7.2 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით წარმოადგენს 13,7%-იან ზრდას მუდმივი კურსის პირობებში. ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა რეგიონული მასშტაბით ყველა სერვისის მიმართულებით, მიუხედავად  ზოგიერთ ბაზრებზე  არსებული სირთულეებისა.

გლობალური შედეგების  პარალელურად, 2022 წელი გრანთ თორნთონ საქართველოსთვისაც წარმატებული იყო როგორც შემოსავლების, ასევე ახალი პროექტების თვალსაზრისით. საქართველოში კომპანიას  შემოსავლების მნიშვენლოვანი ზრდა ქონდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა  25%-ით გაიზარდა. არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 2023 წელს კომპანია კიდევ უფრო კარგ შედეგებს და მნიშვნელოვან ზრდას ელოდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთშორისო პროექტების ზრდის მიმართულებით, რასაც გაზრდილი მმართველი პარტნიორების რაოდენობაც მნიშვენლოვნად ხელს შეუწყობს. .

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 68,000-მდე თანამშრომელი, 145-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის ევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.