საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გამოვლინდნენ. 

  • ანდროიდ-იუზი - პროექტის მიზანია შეიქმნას ხელმისაწვდომი, კოდირების გარეშე მოსახმარი მობილური ავტომატიზაციის პლატფორმა ანდროიდ მოწყობილობებისთვის. ანდროიდ-იუზი დაეხმარება მომხმარებლებს და კომპანიებს ავტომატურად განახორციელონ მობილურ აპებში განმეორებადი ქმედებები, მინიმალური ტექნიკური ცოდნით. 
  • MediMeal - პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს, კლინიკაში მიიღონ ექიმებისა და დიეტოლოგების მიერ შერჩეული ჯანსაღი კვება. პლატფორმა ამსუბუქებს ყოველდღიურ ტვირთს და მხარს უჭერს პაციენტის მკურნალობის პროცესს.
  • noldo.ai - AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სისტემურად აფიქსირებს და აანალიზებს Reddit-ზე გამოხატულ მომხმარებელთა უკმაყოფილებებს. ის კომპანიებს რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას დაუკმაყოფილებელი ბაზრის მოთხოვნების შესახებ. 

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. 

2025 წელს აღნიშნული საგრანტო პროგრამა უკვე განხორციელდა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც გამოვლინდა 14 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.