თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 29 ივნისი – 3 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, სასესიო პერიოდი, წინა კვირასთან შედარებით, საკმაოდ წარმატებულად დახურა ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა ქართულმა კომპანიამ. ერთ–ერთის შემთხვევაში აქციების ფასების ზრდამ ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწია.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 117.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.10% წინა კვირასთან შედარებით და +9.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 375 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 108.50 - 117.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.08 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.13% წინა კვირასთან შედარებით და +5.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 445 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.80 - 46.92 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +16.09% წინა კვირასთან შედარებით და +12.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 245 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.25 - 45.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.