ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა საბაჟო კოდექსში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების განბაჟებისას, თუ ავტომობილი 4 წელზე მეტისაა, უტილიზაციის მოსაკრებელიც დაუწესდება.
„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება საქართველოდან ავტომობილების აზერბაიჯანში რეექსპორტის მაჩვენებელზე აისახოს და საკითხის შესაფასებლად, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა ალექსანდრე ნონიაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება ავტომობილების საფასურის გაზრდის და მოთხოვნას შეამცირებს, რადგან ფასის ზრდა მოთხოვნის შემცირებას იწვევს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს გააძვირებს ავტომობილის საფასურს, განბაჟებას და გარკვეულწილად ეს რაღაც გავლენას ჩვენ ბაზარზეც იქონიებს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქვა გამიჭირდება რამდენი პროცენტით მოხდება ეს შემცირება, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ფასის ზრდა მოთხოვნის შემცირებას იწვევს. თუმცა 4 წლის ავტომობილები დიდი რაოდენობით არც გადის, უფრო დაბალ სეგმენტზეა მოთხოვნა, მაგალითად 6-7 წლიან ავტომობილებზე, ეს გარკვეულწილად მოთხოვნას შეამცირებს. აზერბაიჯანს მთავრობა ისევ ცდილობს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ახალი ავტომობილების შეყვანით სტიმული მისცეს იმას, რომ ძველი ავტომობილების ქვეყანაში შეყვანა აღარ მოხდეს“ - აღნიშნა ალექსანდრე ნონიაძემ.