პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

Azertaj-ის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, ავტომობილების (გარდა რარიტეტული მანქანებისა და საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შეტანილი მანქანების გარდა), რომლის გაშვების მომენტიდან 4 წელი გავიდა, განბაჟების დროს, უტილიზაციის მოსაკრებელიც დაწესდება, „ნარჩენების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.

კანონი ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვლიდან. განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მოსაკრებლის ოდენობა 3 თვის ვადაში რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა დაამტკიცოს.