საქართველოს უმსხვილესმა ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება შარშან 12%-ით გაიზარდა და 228 მილიონ ლარი გახდა

კომპანიის მთლიანი შემოსავალი კი 2022 წელეს 14%-ით, 497 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 5,130 გგვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა. განაწილებიდან მიღებული შემოსავალი 451 მილიონ ლარს, ხოლო ქსელთან მიერთების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 45.8 მილიონ ლარს შეადგენდა. 

„ენერგო პრო ჯორჯიასთვის” მთავარ ხარი ელექტროენერგიის შესყიდვაა, რაზედაც მან 105 მილიონი ლარი დახარჯა. 70 მილიონი ლარი გადაუხადა კომპანიამ დასაქმებულებს, რომელთა რაოდენობა 5 ათასზე მეტი ადამიანია.

„ენერგო პრო ჯროჯია“ 1.3 მილიონი აბონენტის ელექტრომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, კომპანიის საოპერაციო არეალი კი 58.8 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.

„ენერგო პრო" საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წელს კომპანიის განაწილებისა და გენერაციის აქტივების გაყოფის შედეგად დაარსდა სს „ეპ ჯორჯია გენერაცია". ამჟამად, სს "ეპ ჯორჯია გენერაცია" ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურს, საერთო ჯამური სიმძლავრით 489 მგვტ. საქართველოში "ენერგო-პრო ჯგუფი" აგრეთვე ფლობს და ამუშავებს გარდაბნის გაზის თბოელექტროსადგურს შპს "ჯიფაუერს" დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების მიღების შედეგად, კომპანიას გამოეყო მიწოდების ნაწილი და მის განახორციელებს ახლად ჩამოყალიბებული სს "ეპ ჯორჯია" მიწოდება, რომელმაც საქმიანობა დაიწყო 2021 წლის 1 ივლისს. სს „ეპ ჯორჯია“ მიწოდების საქმიანობის საგანია ელექტროენერგიის რეგულირებული მიწოდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტებისთვის. სს „ეპ ჯორჯია“ მიწოდებას დაკისრებული აქვს ელექტროენერგიის მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და კომპანიის სალიცენზიო არეალში განსაზღვრულია ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად. ჯგუფის რეორგანიზაციის შედეგად, 2021 წელს ასევე შეიქმნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“, რომელიც უზრუნველჰყოფს ენერგო-პრო ჯგუფის კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგად სერვისებს, საერთო მომსახურების სახით.