ეგვიპტე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ფორთოხლის ექსპორტის აქტიურ ზრდას აგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაციას EasrFruit ავრცელებს, გამოცემის ცნობით ეგვიპტე ჩრდილოეთ  ნახევარ სფეროს ქვეყნებიდან ფორთოხლის უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება.

მიმდინარე სეზონის პირველ ხუთ თვეში (2022 წლის ოქტომბერი - 2023 წლის თებერვალი) ეგვიპტემ თითქმის 25 000 ტონა ფორთოხალი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთავარ ქვეყნებში (მალაიზია, ინდონეზია, სინგაპური, ტაილანდი და კამბოჯა) გაიტანა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

 

ეგვიპტური მომწოდებლები თითქმის არ შედიან პირდაპირ კონკურენციაში სამხრეთ აფრიკასთან, რადგან მისი ექსპორტის პიკი ივლის-ოქტომბერშია, ხოლო ეგვიპტე ფორთოხლის უმეტეს ნაწილს იანვარ-მაისში ახორციელებს.