დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 92.2% კერძო სექტორზე მოდის, 7.8 პროცენტი
- სახელმწიფო სექტორზე. ასეთია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები, რომელიც 2023 წლის პირველ კვარტალს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
დასაქმებულთა უმეტესობა 314253 ადამიანი მსხვილ საწარმოში მუშაობს, საშუალო საწარმოში - 148085 ადამიანი, მცირე საწარმოში კი 253784 ადამიანი.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 677.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3 645.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.2 პროცენტით მეტი).