Cryptal x PLAN B - ბიტკოინის გლობალური ფორუმი შვეიცარიაში

Cryptal შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართულ ბიტკოინის ფორუმზე, კრიპტო ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებსა და წარმომადგენლებს შეუერთდა, სადაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა ციფრული აქტივის ირგვლივ არსებულ დისკუსიებში, შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში.

ფორუმი ფართოდ არის აღიარებული, როგორც ბიტკოინთან დაკავშირებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიება, სადაც ინდუსტრიის ლიდერები, კრიპტო პლატფორმები და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ადამიანები იყრიან თავს.

Cryptal-ის ფორუმში ჩართულობამ, საქართველოს სწრაფი და მზარდი კრიპტო ეკოსისტემა მსოფლიოს გავლენიან აქტორებთან დააკავშირა, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი კომპანიის მიზანს - გახადოს ციფრული აქტივები ხელმისაწვდომი ყველასათვის.

რა არის PLAN B ფორუმი?

PLAN B არის ბიტკოინსა და თავისუფალ ფინანსებზე ორიენტირებული ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიის ქალქ ლუგანოში ტარდება და თანაორგანიზებულია Tether-ის მიერ. ფორუმის მიზანია, დააჩქაროს ბიტკოინისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ადაპტაცია, როგორც ინსტიტუციურ ფინანსებში, ისე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ფორუმი აერთიანებს ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, დეველოპერებსა და ბიზნესებს, რომლებიც ჩართულნი არიან კრიპტო სამყაროში და ცდილობენ, ბიტკოინი ტრადიციული ეკონომიკის პარალელურად, ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანონ, მეტი მოქნილობისა და ფინანსური თავისუფლებისათვის.

გამოსვლების, პანელებისა და საინტერესო შეხვედრების საშუალებით, ღონისძიებაზე განიხილება მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის ციფრული გადახდები, დეცენტრალიზებული ფინანსების მომავალი და ზოგადად ყველაფერი, რაც ბიტკოინს ეხება. PLAN B უბრალოდ ფორუმი არ არის, ეს არის იმ იდეების ადგილი, რომლებიც განსაზღვრავენ ბიტკოინის გლობალურ სტრატეგიას.

Cryptal-ის ჩართულობა PLAN B ფორუმში

PLAN B ფორუმზე კრიპტალი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო დისკუსიებში, რომლებიც ბიტკოინის მარტივ ადაპტირებასა და ხელმისაწვდომობაზე იყო ორიენტირებული. კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ტიპის შეხვედრებსა და სადისკუსიო პანელებში წამყვან კომპანიებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მთავარი თემა სწორედ ბიტკოინის, როგორც ფინანსური აქტივის პოპულარიზაცია იყო.

ჩართულობა და მონაწილეობა ასახავს Cryptal-ის ერთგულებას მიზნისადმი გახადოს კრიპტო უფრო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისათვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც.

ღონისძიებაში მონაწილეობით, Cryptal-მა ციფრულ ეკონომიკაში ქართული კომპანიების მზარდი როლი წარმოაჩინა. კრიპტო ბირჟის გუნდმა მომხმარებლებზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს - როგორ შეიძლება აქტივი გახდეს უფრო მარტივად გამოსაყენებელი, რა რეგულაციები არსებობს ინდუსტრიაში და ა.შ.

მონაწილეობა მსგავსი ტიპის ფორუმებზე, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს Cryptal-ის რწმენას, რომ კოლაბორაცია, დიალოგი და ინოვაციების გაზიარება განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა - სწორედ ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც ბიტკოინის ფორუმი იმართება.

რატომ არის PLAN B მნიშვნელოვანი მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის?

ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა PLAN B, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კრიპტო ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში. შვეიცარიაში თავი მოიყარეს ბირჟებმა, საგადახდო პროვაიდერებმა და კრიპტო ინოვატორებმა მთელი მსოფლიოდან, ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, პარტნიორობის ფორმირებისა და ახალი ტექნოლოგიების წარმოსაჩენად, რომლებიც საერთო ჯამში, აუმჯობესებენ მომხმარებელთა გამოცდილებას.

კომპანიებისთვის, მათ შორის Cryptal-სთვისაც, მსგავსი ღონისძიებები უბრალოდ შეხვედრები არ არის, ეს კოლაბორაციისა და განვითარების ერთ-ერთი კარგი გზაა.

Cryptal-ის მსგავს შეხვედრებში ჩართულობა და გლობალურ კრიპტო ინოვატორებთან ურთიერთობა პირდაპირ სარგებელს ქმნის მომხმარებლებისათვის:

  • პლატფორმის საიმედოობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
  • ფუნქციონალისა და სავაჭრო გამოცდილების ამაღლება
  • მომხმარებლების გამოცდილებისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება

მსგავსი საერთაშორისო ჩართულობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ინოვაციებს და აძლიერებს კრიპტოს პოზიციებს გლობალურად. საბოლოოდ კი, სარგებელს სწორად მომხამრებელი იღებს - გაზრდილი უსაფრთხოება, სისწრაფე და წვდომა ციფრულ აქტივებზე.

როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?

PLAN B ფორუმის ცენტრალური თემა, ბიტკოინის გლობალური გავრცელება, სრულად ემთხვევა Cryptal-ის მისიას, ციფრული აქტივები ყველასათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

ღონისძიებით შთაგონებულებს ან უბრალოდ კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებს, Cryptal ბიტკოინის შესაძენად რამოდენიმე მარტივ და სწრაფ გზას სთავაზობს:

  • კონვერტაცია: მომენტალურად, ერთი კლიკით გადაცვალე ლარი, აშ.შ. დოლარი და ევრო პირდაპირ ბიტკოინში. იდეალურია მათთვის, ვინც ციფრულ სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს, ეძებს სისწრაფესა და სიმარტივეს.
  • Spot ბირჟა: ბიტკოინის ყიდვა & გაყიდვა ფასის სრული კონტროლით - შესაფერისია შედარებით გამოცდილი მომხმარებლებისთვის და მათთვის, ვისაც კრიპტოს საუკეთესო ფასად მიღება სურს.
  • პირდაპირ Visa/Mastercard ბარათით: BTC-ის პირდაპირ საბანკო ბარათების გამოყენებით ყიდვა, ბალანსის შევსებისა და დამატებითი ნაბიჯების გარეშე - მარტივად.

ყველა ეს მეთოდი მომხმარებლებისათვის ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, რომელიც ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ასე მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილებას, ბიტკოინის მიღება ყველა ადამიანას მარტივად შეუძლია.

შეჯამება

Cryptal-ის მონაწილეობა ლუგანოში, PLAN B ფორუმზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის მისიისთვის - ადამიანებისთვის ბიტკოინი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

მსგავსი ღონისძიებები კი, აჩვენებენ თუ როგორ გარდაიქმნება იდეები რეალურ მოვლენებად და უმჯობესდება სერვისები, რომლითაც მომხმარებლები უფრო მეტ ღირებულებას იღებენ.

კრიპტალისთვის ეს ნიშნავს იმ გზის გაგრძელებას, სადაც ბიტკონის ყიდვა ყველასთვის მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო პროცესია.