"CBS ჯგუფი" "თელასის" აქციების გასხვისებას არ გეგმავს - ამის შესახებ BMG-ის კომპანიაში განუცხადეს. "CBS ჯგუფში" განმარტავენ, რომ სს „თელასის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება "სტანდარტული პროცედურაა".

"CBS ჯგუფის" განცხადებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"სს "თელასის" აქციათა 24.52%-ს ფლობს ქართული კომპანია "ბესთ ენერჯი ჯგუფი" და გავრცელებული ინფორმაცია, "CBS ჯგუფში" შემომავალი კომპანიის მიერ, აქციების გასხვისების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.

მოგახსენებთ, რომ 2026 წლის 30 იანვარს სს "თელასის" მაჟორიტარმა აქციონერმა Silk Road Holdings B.V. საკუთარი გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტული პროცედურის შესაბამისად გამოაცხადა ტენდერი, სს "თელასის" 2 7 985 461 ჩვეულებრივი აქციის შეძენაზე, რაც ორგანიზაციის აქციათა 24,892%-ს შეადგენს.

გამოქვეყნებული ტენდერის შესახებ, ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირებისგან თავის დაზღვევის მიზნით, კომპანია "CBS ჯგუფი" აცხადებს რომ ბიზნეს-ჰოლდინგის წევრი ქართული კომპანია "ბესთ ენერჯი ჯგუფი" არ გეგმავს, მის საკუთრებაში არსებული აქციების გასხვისებას", - აცხადებენ კომპანიაში.