2023 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში 75 ბინა გაიყიდა. ძირითადად მოთხოვნა მცირე და საშუალო ზომის ბინებზეა, რომელთა ფართი 26-80 კვადრატული მეტრია. ასეთ ბინებზე მოთხოვნამ 96.6% შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის კვარტალურ ანგარიშში
ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი კლასისა და მათი ღირებულება 1,201-1,800 აშშ დოლარში მერყეობს. გაყიდული ბინების 13.6% პრემიუმ კლასისა.
Galt & Taggart -ის კვარტალური ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 1,400 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. 2023 წლის მე-2 კვარტალში, გუდაურში სულ 3.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (- 25.2% წ/წ და -6.8% კვ/კვ).