გიგანტური ავიაკომპანია “ბოინგი” (Boeing) 17 000 სამუშაო ადგილს, ანუ მსოფლიოში მის მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 10%-ს, შეამცირებს და ასევე, ერთი წლით გადადებს თვითმფრინავ 777X-ის პირველ მიწოდებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია მესამე კვარტალში რეკორდულ, 5 მილიარდ დოლარს იზარალებს მასშტაბური გაფიცვის ფონზე, რომელიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს.
“ბოინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა კელი ორტბერგმა განაცხადა, რომ საგრძნობი შემცირება საჭირო გახდა " ფინანსური რეალიებთან შესატყვისობიდან გამომდინარე”. შემცირება გავლენას მოახდენს კომპანიის ხელმძღვანელებზე, მენეჯერებსა და თანამშრომლებზე. ორტბერგის თქმით, მან “ბოინგის” მომხმარებლებს აცნობა, რომ 777X-ის თვითმფრინავის პირველი მიწოდება ახლა მოსალოდნელია განხორციელდეს 2026 წელს, მოდელის შემუშავების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების, ფრენის ტესტების შეჩერებისა და სამუშაო შეწყვეტის გამო.
კომპანია “ბოინგის” 30 000-ზე მეტი თანამშრომელი სიეტლიდან და პორტლენდიდან, რომლებიც მანქანათმშენებელთა და კოსმოსური მუშაკთა პროფკავშირების საერთაშორისო ასოციაციის წევრები არიან, ხელფასის 40%-იან ზრდას ითხოვენ. კომპანია გამოვიდა წინადადებით ხელფასების 25% - ით გაზრდის შესახებ, მაგრამ გაფიცულებმა ეს წინადადება უარყვეს.
სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, თანამშრომელთა გაფიცვა Boeing-ს თვეში 1 მილიარდი დოლარი უჯდება.
წყარო: რადიო თავისუფლება