ბაზისბანკის განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს, 12 წელია ბაზისბანკის სახელობითი სტიპენდიები გადაეცემათ.
ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო აქტივობებში.
საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.
ბაზისბანკსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება სტუდენტებისთვის ბაზისბანკის სტიპენდიების გადაცემაა.
„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 12 წელია გრძელდება. ჩართული ვართ ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ბაზისბანკის სტიპენდიები არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ერთგვარი აღიარება და სტიმულია სტუდენტებისთვის. ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად იმატებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რაოდენობა.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.