OpenAI მომხმარებლების prompt-ების სრულ სტატისტიკას საჯაროდ არ აქვეყნებს. თუმცა, უკვე არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც აგროვებენ და აანალიზებენ AI ძიების მონაცემებს, აფასებენ კონკრეტული თემებისა და კითხვების პოპულარობას და მარკეტერებს მომხმარებელთა ახალი საძიებო ქცევის უკეთ გაგებაში ეხმარებიან.

რამდენად ხშირად ეძებენ მომხმარებლები ინფორმაციას ChatGPT-ში და რატომ იყო ამის გაზომვა რთული?

ტრადიციული SEO წლებია ეყრდნობა Search Volume-ის (ძიების მოცულობის) მეტრიკას, რომელიც მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რამდენად ხშირად ეძებენ მომხმარებლები კონკრეტულ საკვანძო სიტყვებს Google-ში. ეს მონაცემები წარმოადგენს ნებისმიერი ციფრული მარკეტინგული კამპანიის საძირკველს. თუმცა, ChatGPT-ისა და სხვა AI პლატფორმების ფენომენალური პოპულარობის ზრდასთან ერთად, მომხმარებლის ქცევა შეიცვალა. ახლა ადამიანი საძიებო ველში უბრალოდ ორ სიტყვას კი არ წერს, არამედ აყალიბებს დეტალურ კითხვას, იგი ქმნის prompt-ს.

თავდაპირველად გაჩნდა ლოგიკური დაბრკოლება: რას ეკითხებიან მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს კონკრეტულ სფეროზე? ტრადიციული საძიებო სისტემებისგან განსხვავებით, AI პლატფორმები (როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT ან Anthropic-ის Claude) საძიებო და პრომპტების მონაცემებს საჯაროდ არ აზიარებდნენ. ეს იყო სრულიად დახურული, "შავი ყუთის" ტიპის ეკოსისტემა. რის გამოც ბიზნესს არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეფასებინა კონკრეტული კითხვების პოპულარობა და მათზე არსებული მოთხოვნა. კომპანიებმა იცოდნენ, რომ მათ სერვისებზე AI-შიც საუბრობდნენ, მაგრამ არ არსებობდა გზა იმის გასაზომად, ეს მოთხოვნა თვეში 10-ჯერ ფიქსირდებოდა თუ 10,000-ჯერ.

ამ ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, ბრენდები კარგავდნენ მომხმარებელთან შეხების ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილს. თუმცა, სადაც არის მოთხოვნა, იქ ჩნდება გამოსავალიც, ინდუსტრიამ მონაცემების მოპოვების ალტერნატიული გზები იპოვა.

როგორ გახდა შესაძლებელი ChatGPT-ისა და სხვა AI პლატფორმების მოთხოვნების გაზომვა?

ბაზარზე არსებულმა წამყვანმა ანალიტიკურმა პლატფორმებმა დაიწყეს ai search ქცევის გაშიფვრა. დღეს სამი ძირითადი პლატფორმა გვთავაზობს ინოვაციურ მიდგომებს:

  • Ahrefs Brand Radar: ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა SEO პლატფორმამ წარმოადგინა ინსტრუმენტი, რომელიც 542 მილიონზე მეტ AI prompt-ს აანალიზებს. Brand Radar ორიენტირებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად და რა კონტექსტში ჩნდება ბრენდი AI პლატფორმების პასუხებში. ის მარკეტერებს ეხმარება შეაფასონ, რამდენად ხშირად ახსენებს ხელოვნური ინტელექტი მათ კომპანიას, რა ტონალობით საუბრობს მასზე და როგორია მისი ხილვადობა კონკურენტებთან შედარებით.

  • Semrush Prompt Research: ეს არის კიდევ ერთი გიგანტის პასუხი ახალ გამოწვევაზე. ინსტრუმენტი 317 მილიონზე მეტ prompt-ს აერთიანებს და იძლევა უნიკალურ მონაცემებს იმ თემებსა და ბრენდებზე, რომლებსაც AI პასუხებში ვხვდებით. Semrush კონცენტრირდება მომხმარებლის მიერ დასმული კითხვების სემანტიკურ ანალიზსა და იმ პროდუქტების ამოცნობაზე, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი რეკომენდაციას უწევს.

  • Profound Prompt Volumes: სრულიად ახალი თაობის ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ლიცენზირებულ და ანონიმიზებულ საუბრების მონაცემებს. Profound იყენებს Probabilistic Modeling-ს (ალბათურ მოდელირებას), რათა შეაფასოს, რამდენად ხშირად სვამენ მომხმარებლები მსგავსი შინაარსის კითხვებს.

თითოეული ინსტრუმენტის მიდგომა განსხვავებულია. Ahrefs და Semrush დიდწილად საკუთარ უზარმაზარ ინფრასტრუქტურასა და "clickstream" (მომხმარებელთა ინტერნეტ-ქცევის ანონიმური სტატისტიკა) მონაცემებს ეყრდნობიან, ხოლო Profound უფრო მეტად კონცენტრირებულია უშუალოდ საუბრების შინაარსის ალბათურ შეფასებაზე. მიუხედავად ტექნიკური განსხვავებებისა, სამივე მათგანი ერთ საერთო მიზანს ემსახურება: ხელშესახები გახადოს ის, რაც აქამდე უხილავი იყო.

OpenAI-ის პასუხი: Business Hub ChatGPT-ში

ამ სამეულს ახლა თავად OpenAI-ც შეუერთდა. 2026 წლის 10 ნოემბერს კომპანიამ beta რეჟიმში წარადგინა Businesses in ChatGPT. ამჯერად მონაცემებს ბიზნესს თავად AI პლატფორმა აწვდის და არა მესამე მხარის ინსტრუმენტი. Business Hub-ში კომპანია ადასტურებს, რომ ChatGPT-ში ნახსენები ბიზნესი მას ეკუთვნის (claim), ვერიფიკაციის შემდეგ კი შეუძლია ძირითადი ინფორმაციის განახლება და პროდუქტების დამატება ფასებითა და ხელმისაწვდომობით. პარალელურად გაეშვა Business Agents, ბიზნესის საკუთარი AI აგენტი ChatGPT-ში, თუმცა ის ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის ecommerce და ონლაინ სერვისების კომპანიებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ჩვენი თემისთვის ყველაზე საინტერესო Insights-ის განყოფილებაა. აქ ჩანს, რამდენჯერ ახსენა ChatGPT-მა ბიზნესი (mentions) და რამდენი დაწკაპუნება მიიღო ვებსაიტმა (website clicks). ამას ემატება discovery topics, ანუ საერთო თემები იმ საუბრებში, სადაც თქვენი საიტი ციტირდება.

მთავარ კითხვას, რამდენი ადამიანი სვამს კონკრეტულ კითხვას, Business Hub-იც პირდაპირ ვერ პასუხობს. ის prompt-ებსა და მათ მოცულობას არ აჩვენებს: OpenAI საუბრებს ბიზნესს არ უზიარებს, მონაცემები აგრეგირებულია და ჩანს მხოლოდ მაშინ, როცა საუბრების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს აღწევს. ანუ ხედავთ, რამდენად ხშირად ჩნდება თქვენი ბრენდი, მაგრამ ვერ ხედავთ, ზუსტად რა კითხვები იწვევს ამ ხსენებებს. ამისთვის Ahrefs, Semrush და Profound ისევ საჭიროა, Business Hub კი მათ კარგად ავსებს, როგორც პირველწყაროდან მიღებული მონაცემი.

რამდენად ზუსტია AI პლატფორმების Search Volume და რას გვიჩვენებს ეს მონაცემები?

ახალი ინსტრუმენტების გამოჩენამ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, თუმცა პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია რეალობის სწორად აღქმა: მნიშვნელოვანია განვასხვაოთ რეალური დათვლა და სტატისტიკური შეფასება.

რადგან OpenAI და სხვა AI პლატფორმები prompt-ების მოცულობას დღემდე არ აქვეყნებენ, Ahrefs, Semrush და Profound განსხვავებულ ალტერნატიულ მეთოდებსა და მოდელებს იყენებენ. შესაბამისად, მათი მონაცემები პირდაპირ შესადარებელი არ არის. ერთი და იგივე კითხვის ძიების მოცულობა ამ პლატფორმებზე შესაძლოა სხვადასხვა რიცხვს აჩვენებდეს. ეს მონაცემები უნდა აღვიქვათ არა როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება, არამედ როგორც ტრენდის მაჩვენებელი.

ამასთან, არსებობს მონაცემების გეოგრაფიული შეზღუდვები. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრები, სადაც ინგლისურენოვანი მოთხოვნები მილიარდობით ფიქსირდება, ბევრად უფრო ფართოდაა წარმოდგენილი. ქართულ ენაზე კი მონაცემები ჯერ კიდევ შეზღუდულია, რადგან ლოკალური "სემპლის" ზომა მცირეა. სწორედ ამიტომ არის საჭირო ჰიბრიდული მიდგომა, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ.

მაგალითად, სააგენტო 10xSEO იყენებს კომპლექსურ მიდგომას: მსოფლიო დონის ინსტრუმენტების გამოყენება საერთო ტრენდებისა და უცხოენოვანი ბაზრების შესაფასებლად, ხოლო ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე - ChatGPT-ის პასუხების ყოველთვიური ხელით შემოწმება კონკრეტულ კითხვებზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი, დაინახო რეალური სურათი.

როგორ გამოიყენოს ბიზნესმა AI Search Volume მონაცემები მარკეტინგული სტრატეგიისთვის?

მონაცემები უსარგებლოა, თუ მას პრაქტიკული გამოყენება არ მოჰყვება. ბიზნესის მფლობელებმა და SEO სპეციალისტებმა AI ძიების სტატისტიკა კონკრეტულ სტრატეგიულ ნაბიჯებად უნდა აქციონ:

  • გაიგეთ, რომელი კითხვები აინტერესებთ მომხმარებლებს: ტრადიციული "SEO Keyword-ების" ნაცვლად, შეისწავლეთ ის გრძელი და სპეციფიკური კითხვები (პრომპტები), რომლებსაც მომხმარებლები თქვენს ინდუსტრიაზე სვამენ.

  • შეამოწმეთ ბრენდის პოზიციონირება: რომელ კითხვებზე ახსენებს ChatGPT თქვენს ბრენდს და რომელზე კონკურენტებს? თუ ვინმე ეძებს "საუკეთესო CRM სისტემას მცირე ბიზნესისთვის", არის თუ არა თქვენი კომპანია AI-ის რეკომენდაციების სიაში?

  • გააანალიზეთ წყაროები: რა წყაროებს ეყრდნობა და ციტირებს AI პასუხების მომზადებისას? თუ დაადგენთ, რომ ChatGPT ხშირად იშველიებს კონკრეტულ სტატიებს ან მედია პორტალებს, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ბრენდი სწორედ იმ პლატფორმებზე გამოჩნდეს.

  • შეავსეთ კონტენტის ხარვეზები: როგორ გამოავლინოს ბიზნესმა კონტენტში არსებული ხარვეზები და განსაზღვროს პრიორიტეტული თემები? გამოიყენეთ AI Search Volume იმისათვის,რომ შექმნათ ვებგვერდზე ისეთი შინაარსი, რომელიც ზუსტად პასუხობს მომხმარებლების მიერ AI-ში დასმულ ყველაზე პოპულარულ კითხვებს. რაც უფრო მკაფიოდ და ავტორიტეტულად უპასუხებთ ამ კითხვებს თქვენს საიტზე, მით მეტია შანსია, ხელოვნურმა ინტელექტმა სწორედ თქვენი რესურსი გამოიყენოს პასუხის გენერირებისას.

თუ გსურთ გაიგოთ, სად დგას თქვენი ბრენდი ამ ახალ რეალობაში და რამდენად ხშირად გირჩევთ ხელოვნური ინტელექტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო AI ხილვადობის აუდიტი, რომელიც ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი კომპანიის მიმდინარე პოზიციებზე AI ეკოსისტემაში.