აბასთუმანში ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის სასტუმროს „აღობილის“ გახსნა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის 31 დეკემბრისთვის გადაიდო. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 11 ნოემბერს გამოქვეყნდა.
განკარგულების მიხედვით, სასტუმროს მფლობელი შპს „აღობილი“ ვალდებულია ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე უზრუნველყოს 39 500 დოლარის გადახდა.
სასტუმრო პროექტების ხელმძღვანელები თავდაპირველად გახსნის ვადად 2023 წელს ასახელებდნენ, ეს თარიღი შემდგომში კიდევ რამდენჯერმე დაკორექტირდა, კონკრეტულად კი თავდაპირველად 2024 წლის ზაფხულამდე, შემდეგ 2025 წლის ზაფხულამდე, ახლა კი განკარგულების მიხედვით, კურორტი მომდევნო წელს უნდა გაიხსნას.
ცნობისთვის, ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების 3 პროექტს ახორციელებს, აქედან სასტუმრო „აღობილი“ ოპერირებას Doubletree by Hilton-ის ბრენდით დაიწყებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია, „სამეფო აბანოების“ – 15 მლნ დოლარი, ხოლო საოჯახო სასტუმრო „ვარძიასი“ – 15 მლნ დოლარია.
