„მიმდინარე წელი თაფლის გაყიდვის კუთხით საკმაოდ დადებით იყო, თუმცა წარმოება ძალიან შემცირებული გვქონდა, რაც უამინდობამ გამოიწვია“ - ამის შესახებ, კომერსანტს“ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალეკო პაპავამ უთხრა, მისი თქმით 2023 წელი ექსპორტის კუთხითაც გამორჩეული იყო და ევროკავშირის ქვეყნებში თაფლი საკმაოდ დიდი რაოდენობით გავიდა, გარდა ამისა საექსპორტო ქვეყნებს დაემატა აშშ, ჩეხეთი და კანადა.
„ევროკავშირის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა აკაციის თაფლზეა, წელს ექსპორტზე დაახლოებით 97ტონა თაფლი გავიტანეთ, საიდანაც 80% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.“ - აღნიშნა ალეკო პაპავამ,
ქართული თაფლის ევროკავშირში გასაყიდი ფასი საშუალოდ 4,5 ევროა. როგორც პაპავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2024 წელი 2023 წელთან შედარებით უკეთესი უნდა იყოს.
„2024 წელთან დაკავშირებით უკეთესი მოლოდინები გვაქვს ევროკავშირის სტატუსის მიღების შემდეგ ის რისი მოთხოვნაც დღეს გვჭირდებოდა, სავალდებულო გახდება, იქნება ეს Hacp-ის სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა.“ - აღნიშნა ალეკო პაპავამ.
რაც შეეხება წინასაახალწლო პერიოდის გაყიდვებს, პაპავა აცხადებს, რომ დღეს მეფუტკრეებს თითქმის თაფლი აღარ აქვთ , რადგან პროდუქტი დეფიციტშია.