ევროკომისიამ ქიმიური მრეწველობის კომპანია Covestro(ყოფილი Bayer MaterialScience) წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

საქმე აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია ADNOC-ის მიერ გერმანული კომპანიის შესყიდვას ეხება, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ბიზნესგარიგებაა და ამასთან, ასევე ერთ-ერთი უდიდესი გარიგება ევროპულ კომპანიაზე ახლო აღმოსავლეთის მხრიდან,- შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია ADNOC-მა გერმანული ქიმიური მრეწველობის კომპანიის,  Covestro-ის შესყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა, გარიგების მოცულობამ ჯამში €14.7 მლრდ (დაახლოებით $16 – 17 მლრდ) შეადგინა. 

გამოძიების პირველი ეტაპით დგინდება, რომ კომპანია Covestro შესაძლოა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობისგან სუბსიდირებას იღებდა, რაც ევროკავშირის შიდა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.