2023 წელი  ველი სთორისთვის იმაზე უკეთესი გამოდგა ვიდრე ველოდით და წარმოგვედგინა - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის” საახალხლო ეთერში კომპანია ველი სთორის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი ბერეჩიკიძემ ისაუბრა. მისი თქმით წელი რამდენიმე მაჩვენებლით გამოირჩეოდა. 

„ნოემბერი იყო თვე, რომელიც ველი სთორისთვის იყო მომგებიანი, ასევე გავუშვით აპლიკაცია და ველი სთორის მომხმარებლების ნახევარი ყიდულობს უკვე აპლიკაციის. საშუალებით. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ  რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა და იქ გამოჩნდა, ბაზარზე 29-30% უჭირავს ველის, გახსნიდან რამდენიმე თვის განმავლობაში და ეს უკვე. კარგი ინდიკატორია იმისა თუ რამდენად კარგი წელი გვქონდა.” -  აღნიშნა გიორგი ბერეჩიკიძემ.

გიორგი ბერეჩიკიძის თქმით გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია და კომპანიის მიმართ ადამიანების ნდობა იზრდება, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ველი სთორი გამოვიდეს სტარტაპული საწყისებიდან და უფრო დიდ კომპანიად ჩამოყალიბდეს. 

„ველი სთორისთვის წარმატების საწინდარი იყო, განსხვავებული საოპერაციო მოდელი და ლოგისტიკური სქემა, რომელიც  შეკვეთის სამ საათში მიტანას უხარვეზოდ უზრუნველყოფს. 

როცა ეს პროცესი გამართულია და მომხმარებელიც მიიღებს ამ გამოციდილებას, ის უკვე უფრო მეტად გვენდობა და შესაბამისად ვიზრდებით. 

ჩვენ როგორც. საინფორმაციო, ასევე. ტექნოლოგიურად საკმაოდ მყარად ვართ და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ პროდუქტულ ნაწილშიც გავძლიერდეთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების შემოტანაც, რაც მხოლოდ ველიზეა, ამიტომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების მიმართულების გაძლიერება.” - აღნიშნა გიორგი ბერეჩიკიძემ. 

ბერეჩიკიძე აღნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის, განსაკუთრეით საქართველოში ურჩევნიათ, რომ ნივთების ყიდვის დროს ფიზიკურად მივიდნენ და შეიძინონ ნივთები, თუმცა ტრენდი ცვალებადია. 

„არის რაღაც ნივთები, რომელსაც არ სჭირდება ფიზიკურად შეხება, ამას. გარდა ველიზე აღწერები საკმაოდ. დეტალურია, პროდუქტებს თავისი ვიდეო აღწერები მოჰყვება სადაც მაქსიმალურად ვამარტივებთ მის. აღქმას, ამ ნაწილში ვცდილობთ, რომ ხელშესახებობის ელემენტი ჩავანაცვლოთ” - აღნიშნა გიორგი ბერეჩიკიძემ