„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.9 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 6.0 პროცენტით.
საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 75.0 პროცენტი და 83.4 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 58.3 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 41.7 პროცენტი - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.