ნეირო ქსელი მანქანური სწავლების მოდელია, რომელიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მისი მოდელი  ადამიანის ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციის  შთაგონებითაა შექმნილი.

ნეირო ქსელის ბირთვში, ერთმანეთთან დაკავშირებული ნეირონებია, რომლებიც ფენებად არის ორგანიზებული. ნეირონების პირველი ფენა იღებს შეყვანილ მონაცემს, მაგალითად როგორიცაა გამოსახულება ან წინადადება, და გადასცემს შემდეგ ფენას, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას და გადასცემს შემდეგ ფენას და ა.შ. საბოლოო ფენა საბოლოო მონაცემს წარმოადგენს. ნერვული ქსელების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ მათ შეუძლიათ მონაცემებიდან სწავლა.

ნეირო ქსელების გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს წვდომა საჭირო ტექნიკასა და პროგრამებზე.

არსებობს სხვადასხვა შინაარსისა და ზომის ნეირო ქსელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანისათვის არის ის შექმნილი. ნეირო ქსელს შეუძლია მოცულობითი, თემატური შინაარსის ტექსტების შექმნა, კვლევების ანალიზი, სტატიების, ვიდეო სცენარების, ყველა სირთულის ტექსტის მომზადება. ასევე ნეირო ქსელები გამოიყენება დიზაინერული სამუშაოსთვის. კონკრეტული დავალების მიღების შემდეგ, იქმნება მაღალხარისხიანი მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია რეკლამისთვის, მარკეტინგში, სოციალურ ქსელებში და ა.შ.

 

ნეირო ქსელები გამოიყენება სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, მაგალითად ისეთი სამედიცინო სურათების გასაანალიზებლად, როგორიცაა რენტგენი ან MRI სკანირება, ეს ექიმებს უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმაში ეხმარებათ.

მნიშვნელოვანია, რომ ნეირო ქსელები ყოველდღიურ რეჟიმში ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები სულ უფრო მეტ შესაძლებლობას იღებენ. მალე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უამრავი ადამიანის საქმიანობა გამარტივდება.