ამერიკულმა მედია კომპანია Warner Bros. Discovery-მ მეორე კვარტალი წმინდა მოგებით დაასრულა, რაც ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
კომპანიის პრესრელიზის თანახმად, აპრილ-ივნისში წმინდა შემოსავალმა 1.58 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 0.63 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 9.986 მილიარდი აშშ დოლარის, ანუ 4.07 აშშ დოლარის წმინდა ზარალი დაფიქსირდა, რაც 9.1 მილიარდი აშშ დოლარის ერთჯერადი ჩამოწერით იყო განპირობებული.
შემოსავალი 1%-ით გაიზარდა და 9.812 მილიარდ დოლარს მიაღწია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 9.713 მილიარდი დოლარიდან.
LSEG-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ექსპერტები საშუალოდ 9.76 მილიარდი დოლარის შემოსავალს და აქციაზე 21 ცენტის ზარალს პროგნოზირებდნენ.