გერმანიაში Volkswagen AG ჯგუფის 20 000-ზე მეტი თანამშრომელი დათანხმდა სამუშაო კონტრაქტების ვადაზე ადრე შეწყვეტას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, წერს Bild კომპანიის დირექტორთა საბჭოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თანამშრომლები მიიღებენ კომპენსაციას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება მათ სამუშაო სტაჟზე და შესაძლოა 400 ათას ევროს მიაღწიოს.
სამსახურიდან გათავისუფლება კომპანიის ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილია ავტოინდუსტრიაში გლობალური ვარდნის ფონზე. გეგმები ითვალისწინებს სამუშაო ძალის დაახლოებით 35 000-ით შემცირებას 2030 წლისთვის. ადრე გერმანიაში სულ მცირე სამი საწარმოო ობიექტის დახურვა იყო მოსალოდნელი, თუმცა IG Metall-ის პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ამ ზომის თავიდან აცილება შესაძლებელია.
Volkswagen–ის ბრენდის დაახლოებით 130 000 თანამშრომელი უკვე დათანხმდა ხელფასის გაყინვას და დაახლოებით 1290 ევროთი გაზრდილი შვებულების ანაზღაურების გაუქმებას. კომპანია ასევე გეგმავს სტაჟირების რაოდენობის 1400-დან 600-მდე შემცირებას, რითაც დაახლოებით 1.5 მილიარდ ევროს დაზოგავს.
შემდეგ ეტაპზე კომპანია გეგმავს 1969 და 1970 წლებში დაბადებულ თანამშრომლებთან მათი ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას.