საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 7 სექტემბერს ბულგარეთთან გასამართი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე არ იქნება.

ფრანგ სპეციალისტს თურქეთთან მატჩის (2:3) მსვლელობისას იტალიელმა მსაჯმა, დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა – შედეგად, სანიოლი ერთ თამაშს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში შინ ბულგარეთს მიიღებს – მატჩი 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.

1tv.ge