აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, უკან მიიღოს აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები და უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას მადუროსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რიჩარდ გრენელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვენესუელამ დაპატიმრებული ექვსი ამერიკელი გაათავისუფლა.

„ძალიან კარგია ვენესუელიდან მძევლების სახლში დაბრუნება და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვენესუელა დათანხმდა, უკან ქვეყანაში მიიღოს ყველა ვენესუელელი არალეგალი უცხოელი, რომლებიც განთავსებული არიან შეერთებულ შტატებში, მათ შორის Tren de Aragua-ს დაჯგუფების წევრები. ვენესუელა ასევე დათანხმდა, უზრუნველყოს მათი უკან ტრანსპორტირების ხარჯები“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, აშშ-ში მიმდინარეობს უკანონოდ მყოფი იმიგრანტების რეკორდული რაოდენობის უკან გაბრუნების პროცესი და ყველა ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს ისინი უკან.

„გარდა ამისა, კრიმინალთა რეკორდული რაოდენობა გაძევებულია ჩვენი ქვეყნიდან და სასაზღვრო მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ვადის შემდეგ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

წყარო: 1 არხი