ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) 16-დან 20 ივნისამდე კიშინიოვში 23-ე გენერალურ ასამბლეას და ვაზისა და ღვინის 46-ე მსოფლიო კონგრესს გამართავს, იუწყება WineNews.

ყრილობაზე განხილული იქნება მევენახეობის მდგრადი მეთოდების მნიშვნელობა, ადაპტური და ინოვაციური ტექნოლოგიების როლი მეღვინეობაში, ბიზნეს მოდელების ფორმირება, ჯანმრთელობა და კვება. კონგრესის თემებზე სამეცნიერო ნაშრომები OIV-ში შეიძლება გაიგზავნოს 21 თებერვლამდე.

ღონისძიების პრეზენტაცია 4 თებერვალს პარიზში გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ემთხვევა მომავალ კონგრესს, იქ ასევე მოეწყობა მოლდოვის ღვინის სალონი, რომელსაც ორგანიზებას უწევს მოლდოვის საელჩო, ასევე ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კომპანია Wine of Moldova.

rbc