ვარშავაში, მეტროსადგურ „კონდრატოვიჩაზე“ გაიხსნა პოლონეთის მეტროპოლიტენში პირველი ბიბლიოთეკა „მეტროტეკა“ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ბიბლიოთეკაში წიგნების გარდა, არის სამუშაო მაგიდები, ბავშვების კუთხე, უფროსებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი ზონა და სასმელების აპარატი. გარდა ამისა, აქ კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ფართობი მხოლოდ 150 კვადრატული მეტრია, ახალი ბიბლიოთეკა 16 000-ზე მეტ წიგნს სთავაზობს. მათ განთავსებას ხელი შეუწყო დიზაინერების მუშაობამ, შექმნეს ტალღის ფორმის წიგნების თაროები, რამაც დაზოგა სივრცე.