უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ.
გადაწყვეტილება უკავშირდება “დრუჟბას” მილსადენს, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა. 27 იანვარს, უკრაინის განცხადებით, რუსული დრონის შეტევის შედეგად, მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა.
სლოვაკეთიც და უნგრეთიც სახელმწიფო ნავთობის რეზერვების გამოყენებას იწყებს.